ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში მადრიდის „რეალმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უმასპინძლა „ლევანტეს“ და ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა.
31-ე წუთისთვის „რეალი“ 2:0-ს იგებდა ქარიმ ბენზემას დუბლით. პირველი ტაიმის მიწურულს, „ლევანტეს“ კარში მესამე გოლი კაზემირომ გაიტანა. 49-ე წუთზე „რეალიდან“ იჯარით აყვანილმა ბორხა მაიორალმა ერთი ბურთი გაქვითა, 75-ე წუთზე მელერომ მეორეც გაიტანა, მაგრამ სტუმრებმა თამაში ვერ გადაარჩინეს.
მე-60 წუთზე მოედანზე შევიდა ედენ აზარი. ეს იყო ბელგიელის დებიუტი „რეალის“ მაისურით ოფიციალურ მატჩში.
„რეალი“ ორი მოგებით, ორი ფრითა და რვა ქულით მეორე ადგილზეა.
მადრიდელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს:
კურტუა, დანიელ კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი (60. მილიტაო), მარსელო, ვასკესი, კაზემირო (60. აზარი), ხამეს როდრიგესი, კროოსი, ვინისიუსი, ბენზემა (83. იოვიჩი).