„რეალმა“ უკანონოდ გადაუხადა რონალდოს მილიონი ევრო #1TVSPORT
„რეალმა“ უკანონოდ გადაუხადა რონალდოს მილიონი ევრო #1TVSPORT

„რეალის“ ყოფილი ფორვარდი რონალდო უკანონოდ იღებდა ფულს მადრიდული კლუბისგან.

გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, 2016 წელს, „რეალის“ ხელმძღვანელობამ ყოფილი ფორვარდი ელჩის რანგში სამუშაოდ დაიქირივა. ბრაზილიელის ხელფასმა ერთი მილიონი ევრო შეადგინა. ამასთან, კლუბმა არ შესთავაზა მას კონტრაქტი, რათა გადასახადებისგან თავი აერიდებინა.

რონალდო „რეალში“ 2002-07 წლებში თამაშობდა. „სამეფო კლუბში“ 177 მატჩი ჩაატარა, 104 გოლი გაიტანა და 35 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. 2018 წლიდან ბრაზილიელი „ვალიადოლიდის“ პრეზიდენტია.