„სევილიას“ მცველი ჟიულ კუნდე, შესაძლოა, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდეს.
გაზეთ „მარკას“ ცნობით, 22 წლის ფრანგი განიხილება სერხიო რამოსის შემცვლელად, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დატოვა მადრიდული კლუბი. კუნდეს კონტრაქტი „სევილიასთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
გასულ სეზონზე მცველმა ლა ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
კუნდე 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული.