რეალმა ლევანტესთანაც წააგო და ხუთი მატჩია ვერ იგებს

18:33, 20.10.2018

ესპანეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში „რეალმა“ ოთხმატჩიანი სერია, რომელშიც გოლის გატანას ვერ ახერხებდა შეწყვიტა, თუმცა, მოუგებელი სერია ხუთ მატჩამდე გაუგრძელდა.

„სამეფო კლუბმა“ საკუთარ მოედანზე „ლევანტესთან“ სენსაციურად წააგო – 1:2. სტუმრები ხოსე მორალესისა და როხერ მარტის გოლებით მე-13 წუთისთვის 2:0-ს იგებდნენ.

72-ე წუთზე მარსელომ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ლოპეტეგის გუნდმა მეტი ვერ მოახერხა. ბრაზილიელის გოლით „რეალის“ 465-წუთიანი უგოლო სერია შეწყდა, რაც კლუბის ანტირეკორდია.

 

„ლევანტემდე“ „რეალმა“ „სევილიასთან“ (0:3), ცსკა-თან (0:1) და „ალავესთან“ (0:1) წააგო, ხოლო ფრედ „ატლეტიკოსთან“ (0:0) ითამაშა. გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში 14 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს.

„ლევანტემ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და 13 ქულით მეშვიდე ადგილზე გადავიდა.

მსგავსი