„რეალმა“ ისევ ვერ მოიგო
„რეალმა“ ისევ ვერ მოიგო

მადრიდის „რეალმა” ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ოთხ მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგო. მოქმედმა ჩემპიონმა მე-18 ტურშიც დაკარგა ქულები – ვერ შეძლო სტუმრად ვიგოში „სელტას“ დამარცხება. მატჩი 2:2 დასრულდა.

ანგარიში ამ მატჩში მასპინძლებმა გახსნეს – 33-ე წუთზე ვასმა გამოიჩინა თავი, რასაც ძალიან მალე, სამწუთიან ინტერვალში გარეტ ბეილის დუბლი მოჰყვა. მეორე ტაიმში „სელტამ“ 72-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა – იაგო ასპასს კეილორ ნავასმა აჯობა, მაგრამ „რეალმა“ მაინც ვერ შეინარჩუნა სასურველი ანგარიში – 82-ე წუთზე მაქსი გომესმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება.

ამ მატჩის შემდეგ, „რეალი“, 32 ქულით, მეოთხე ადგილზეა ჩემპიონატში და 16 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ბარსელონას“, თუმცა, ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.