„რეალის“ საზაფხულო ბანაკი დასრულდა – გალაქტიკოს კემპზე პატარა ვიტალი დარასელია გამოჩნდა

16:21, 02.07.2019

თბილისში, მადრიდის „რეალის“ საზაფხულო კემპი დასრულდა. საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე გამართული კემპის ორგანიზატორი ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთი“ იყო და ხუთი დღე მიმდინარეობდა.

100-მდე ქართველ ბავშვებს ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელები ავარჯიშებენ.

„მადრიდელი მწვრთნელები გაოცებულები დარჩნენ, რომ ბევრი საინტერესო ბავშვი აღმოაჩინეს. ამას გადაუჭარბებლად ვამბობ. სათანადო გარემო და კანონდებლობა რომ იყოს, ისინი ბავშვებს აუცილებლად წაიყვანენ. აქვე ვიტყვი, რომ მადრიდელები სარეთაშორისო ტურნირის მოწყობას აპირებენ და რამდენიმე ქართველი ბავშვის მიწვევა სურთ“, – ამბობს „თავისუფალი ფეხბურთის“ დამფუძნებელი: ლევან სეთურიძე.

აღსანიშნავია, რომ „გალაქტიკოს“ საზაფხულო ბანაკში თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას შვილიშვილი, პატარა ვიტალი დარასელია მონაწილეობდა.

მსგავსი