ფარიკაობა | ზედიზედ მესამე ოქროს მედალი – სანდრო ბაზაძე ჩინეთის მასტერსის გამარჯვებულია #1TVSPORT
სანდრო ბაზაძე ჩინეთში გამართული ფარიკაობის საერთაშორისო მასტერსის ჩემპიონი გახდა — ქართველმა მოფარიკავემ ფინალში მასპინძელი შიაო ლინი 15:3 დაამარცხა და სეზონში მესამე ოქროს მედალი მოიპოვა.
10 დღის წინ ქართველი ხმლით მოფარიკავე ალჟირის მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.