ძიუდო | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს გუნდური ასპარეზობა გაიმართება #1TVSPORT
ნეაპოლში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს გუნდური ასპარეზობა გაიმართება.
შეჯიბრება მეოთხედფინალური ეტაპიდან დაიწყება, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქე გერმანია იქნება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ვაჟები:
73 კგ – მათე ბერუაშვილი, თორნიკე მოსიაშვილი
90 კგ – ვაჟა ავაზნელი, ლუკა ჯავახიშვილი
+90 კგ – გიორგი ბადუაშვილი, საბა ქარდავა
გოგონები:
48 კგ – ჯული როდონაია
57 კგ – ნინო ლოლაძე, ნინო წიკლაური
+70 კგ – ნინო გულბანი, ბარბარე გელაშვილი
შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.