მადრიდის „რეალის“ ლეგენდას და ყოფილ კაპიტანს, რაულს 43 წელი შეუსრულდა.ფორვარდმა პროფესიონალური კარიერა „სამეფო კლუბში“ დაიწყო და მათ შემადგენლობაში 2010 წლამდე ასპარეზობდა.
რაული „რეალში“ ჩატარებული მატჩების რაოდენობით (741) პირველ ადგილზეა კლუბის ისტორიაში,ხოლო გატანილი გოლებით (353) მეორეზე. მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს აქვს (450).
გუნდთან ერთად მან ესპანეთის ჩემპიონატი 6-ჯერ მოიგო, 4-ჯერ ქვეყნის სუპერთასი, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და 2-ჯერ საკონტინენტთაშორისო თასი.
„რეალიდან“ წასვლის შემდეგ რაული „შალკეში“, არაბულ „ალ-საადში“ და „ნიუ იორკ კოსმოსში“ ასპარეზობდა. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ლეგენდამ მსოფლიოს სამ და ევროპის ორ ჩემპიონატზე ითამაშა.