„რეალი" ზაფხულის მეორე ტრანსფერს ასრულებს
„რეალი" ზაფხულის მეორე ტრანსფერს ასრულებს

ესპანური გაზეთის, AS-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” ტრანსფერზე თითქმის მოელაპარაკა “რეალ სოსიედადის” მცველს, ალვარო ოდრიოსოლას.

ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 40 მილიონი ევრო იქნება.

ოდრიოსოლა ესპანეთის ნაკრების რიგებში იყო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე, მაგრამ არც ერთ მატჩში არ უთამაშია. გასულ სეზონში მცველმა 35 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ოთხი საგოლე პასი შეასრულა.

შეგახსენებთ, ამ ზაფხულს “რეალის” პირველი ტრანსფერი იყო უკრაინული “ზარიადან” მეკარე ანდრეი ლუნინის შეძენა.