„რეალი“, შეიძლება, ზამთარში ვინისიუსს გამოეთხოვოს #1TVSPORT
ვინისიუსმა, შესაძლოა, ზამთარში „რეალი“ დატოვოს.
ასეთი ვარიანტი შესაძლებელია, თუ ბრაზილიელის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაცია არ შეიცვლება, – წერს გაზეთი AS-ი.
მომდევნო ორ-სამ თვეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ვინისიუსის მომავლის გასარკვევად.
ცნობილი გახდა, რომ 25 წლის გარემარბმა და „რეალმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ განაახლეს მოლაპარაკებები კონტრაქტზე. მადრიდში გამართულ ბოლო შეხვედრაზე ფეხბურთელმა შეამცირა პირველადი ფინანსური მოთხოვნები. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
ბრაზილიელის მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.