„რეალი“ სანდრო ტონალისთვის ბრძოლაში ჩაერთო #1TVSPORT
„რეალი“ სანდრო ტონალისთვის ბრძოლაში ჩაერთო #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ კონკურენციას გაუწევს ლონდონის „არსენალს“ „ნიუკასლის“ იტალიელი ნახევარმცველისთვის სანდრო ტონალისთვის ბრძოლაში. ესპანური გრანდი 25 წლის ფეხბურთელის გადაბირებას ზაფხულში აპირებს, – წერს გაზეთი The Sun.

წყაროს ცნობით, „რეალის“ წარმომადგენლები ტონალის თამაშს „ნიუკასლისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩის დროს აკვირდებოდნენ.

„ნიუკასლში“ ტონალი განიხილება, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და კლუბი არ აპირებს მის გაშვებას დაბალ ფასად. კერძოდ, ინგლისური კლუბი იტალიელს 100 მილიონ ევროდ აფასებს.

ტონალის აგენტმა ჯუზეპე რისომ დაადასტურა, რომ მის კლიენტთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მხოლოდ ამ სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებენ, ამ მომენტისთვის კი იტალიელი მხოლოდ „ნიუკასლში“ თამაშზეა კონცენტრირებული. მიმდინარე სეზონში ტონალიმ ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.