„რეალი“ მზად არის ტონალიში 75 მილიონის გადასახდელად #1TVSPORT
„რეალი“ მზად არის ტონალიში 75 მილიონის გადასახდელად #1TVSPORT

იტალიის ნაკრებისა და „ნიუკასლის“ ნახევარმცველმა, სანდრო ტონალიმ, შესაძლოა, კარიერა ლა ლიგაში გააგრძელოს. ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას მადრიდის „რეალი“ იჩენს და მის გაფორმებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გეგმავს. ამის შესახებ დაწერა გამოცემა TuttoJuve-მ.

წყაროს ცნობით, ამ გარიგებისთვის „რეალი“ აპირებს 75 მილიონი ევრო გამოყოს. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ტონალის შეძენა ასევე სურთ „არსენალსა“ და „მანჩესტერ სიტის“.

25 წლის იტალიელმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 25 მატჩი ჩაატარა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „ნიუკასლთან“ 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.