„რეალი“ ლუკა იოვიჩს 60 მილიონად ყიდულობს
„რეალი“ ლუკა იოვიჩს 60 მილიონად ყიდულობს

მადრიდის „რეალმა“ ფრანკფურტის „აინტრახტის“ ფორვარდის ლუკა იოვიჩის ტრანსფერი შეათანხმა. როგორც გაზეთი „ასი“ (AS) ამტკიცებს, ესპანური გრანდი სერბის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდის.

21 წლის ფორვარდი მადრიდელებთან ექვსწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამასთან, ტრანსფერის თანხის 20 პროცენტი „ბენფიკას“ ერგება, საიდანაც, თავდაპირველად, „აინტრახტმა“ ფეხბურთელი იჯარით აიყვანა.

მიმდინარე სეზონში იოვიჩმა „აინტრახტის“ შემადგენლობაში 44 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა. „რეალი“ სერბში ქარიმ ბენზემას შემცვლელს ხედავს.