მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მისი კლუბი არ მიიღებს მონაწილეობას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც 2025 წლის ზაფხულში გაიმართება.
ტურნირი განახლებული ფორმატით ჩატარდება – შვიდის ნაცვლად, 32 გუნდი ითამაშებს.
„კლუბები და ფეხბურთელები არ მიიღებენ მონაწილეობას ამ ტურნირში. „რეალის“ ერთი მატჩი 20 მილიონი ევრო ღირს, ისინი კი აპირებენ ეს თანხა მთელი ჩემპიონატისთვის გადაგვიხადონ.
„რეალი“, ისევე როგორც ბევრი სხვა კლუბი, უარს იტყვის მიწვევაზე“, – მოჰყავს ანჩელოტის სიტყვები გამოცემა Relevo-ს.