„სამეფო კლუბი“ ხამეს როდრიგესთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე მუშაობს, – იუწყება Marca.
გამოცემის ინფორმაციით, „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა, შესაძლოა 28 წლის კოლუმბიელ ფეხბურთელს „სამეფო კლუბში“ დარჩენის შანსი მისცეს.
ხამეს როდრიგესის კონტრაქტი მადრიდელებთან 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მიმდინარე სეზონში კოლუმბიელმა ფეხბურთელმა „რეალის“ შემადგენლობაში 7 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი ბურთი და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულა.