მადრიდის „რეალი“ დაინტერესებულია „ტოტენჰემის“ ფორვარდის ჰეონ-მინ სონის შეძენით.
როგორც ირკვევა, „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ყურადღებით აკვირდება 28 წლის ფეხბურთელს. უახლოეს პერიოდში „რეალის“ წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ ლონდონური კლუბის მენეჯერებთან, რათა მიიღონ ინფორმაცია სამხრეთკორეელი თავდამსხმელის შესახებ.
„ტოტენჰემმა“ სონი 2015 წელს „ლევერკუზენიდან“ შეიძინა 30 მილიონ ევროდ. ამ სეზონში კორეელმა 24 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს.