მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი “იუვენტუსის” ფორვარდის პაულო დიბალას შეძენას აპირებს. გაზეთ Marca-ის ინფორმაციით, ესპანეთის ჩემპიონმა, შესაძლოა, გარიგებაში გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროოსი ჩართოს.
თავის მხრივ, “იუვენტუსი” დიბალას შენარჩუნებისთვის მზად არის, ფეხბურთელს ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზოს.
ამ სეზონში დიბალამ სერია A-ს 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლი გაიტანა.