„რეალი“ და რამოსი ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან
„რეალი“ და რამოსი ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან

მადრიდის „რეალი“ აპირებს კონტრაქტის გაგრძელებას თავის კაპიტანთან სერხიო რამოსთან.

წყაროს ცნობით, მხარეები, ჯერჯერობით ვერ ახერხებენ შეთანხმებამდე მისვლას ახალი ხელშეკრულების ვადასთან დაკავშირებით. მადრიდული კლუბი, ტრადიციულად, ერთ წელზე მეტ ხანს არ ახანგრძლივებს ხელშეკრულებას 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებთან, იმ დროს, როცა რამოსი ითხოვს კიდევ ორ წელს და ხელფასის მცირედით მომატებას.

გაზეთი AS აღნიშნავს, რომ 34 წლის ფეხბურთელი ნებისმიერ შემთხვევაში გაახანგრძლივებს კონტრაქტს „რეალთან“, რადგან კარგი ურთიერთობა აქვს კლუბის პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან. ამასთან, „რეალში“ არ ეშინიათ, რომ მცველი ზამთარში სხვა გუნდთან დაიწყებს მოლაპარაკებებს.

სერხიო რამოსი „რეალში“ 2005 წლიდან თამაშობს და მადრიდულ კლუბთან ერთად 22 ტიტული მოიგო, მათ შორის, ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა და ხუთჯერ – ესპანეთის ჩემპიონატი.

მიმდინარე ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში იწურება.