„რეალი“ და მოდრიჩი კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას გეგმავენ #1TVSPORT
„რეალი“ და მოდრიჩი კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას გეგმავენ #1TVSPORT

„სამეფო კლუბი“ და ლუკა მოდრიჩი ხელშეკრულებას ერთი წლით გაახანგრძლივებენ, – იუწყება ჯანლუკა დი მარციო. ცნობილი ჟურნალისტის ინფორმაციით, მხარეები აქტიურად ატარებენ მოლაპარაკებას და ახალი კონტრაქტის გაფორმება, ფაქტობრივად გადაწყვეტილია.

მოდრიჩი სეზონში 12,5 მილიონ ევროს მიიღებს, იმ თანხას, რომელსაც ხორვატს პანდემიის დაწყებამდე მადრიდული კლუბი უხდიდა. აღნიშნავენ, რომ 37 წლის ფეხბურთელს სურს, „რეალში“ დარჩეს.

მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა მადრიდელთა შემადგენლობაში 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.