„რეალ სოსიედადის“ მეკარეს კორონავირუსი აღმოაჩნდა
„რეალ სოსიედადის“ მეკარეს კორონავირუსი აღმოაჩნდა

ესპანეთის თასის ფინალისტი, „რეალ სოსიედადის“ მეკარე ალექს რემირო კორონავირუსით არის ინფიცირებული.

როგორც ესპანური პრესა წერს, ფეხბურთელს კორონავირუსი საერთო გუნდური შემოწმებისას დაუდასტურდა. ავადმყოფობა უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, ასეთ დროს კი პაციენტისგან ვირუსის გადადების ალბათობა დაბალია.

რემიროს მოუწევს გარკვეული ხანი კარანტინში ყოფნა, მისი პარტნიორები კი ვარჯიშს დაიწყებენ.

25 წლის რემირომ ამ სეზონში 26 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი გაუშვა და ცხრა „მშრალი“ მატჩი ჩაატარა.