„რეალ მადრიდის“ ყოფილი პრეზიდენტი კორონავირუსის გამო რეანიმაციაში მოხვდა
მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი ლორენსო სანსი საავადმყოფოში მოხვდა კორონავირუსზე დადებითი ტესტის შემდეგ. ყოფილი საფეხბურთო ჩინოვნიკი მძიმე მდგომარეობაშია და რეანიმაციაში იმყოფება, – წერს ეპანური გამოცემა „ასი“.
„გაოგნებული ვარ იმით, თუ რამდენი მხარდამჭერი შეტყობინებები მივიღეთ თქვენგან. დიდი მადლობა ამისთვის“, – დაწერა „ტვიტერში“ მისმა ვაჟმა ფრანსისკო სანსმა, რომელიც თავის დროზე „რეალში“ ირიცხებოდა.
„რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი 76 წლისაა. ის მადრიდულ კლუბს 1995-2000 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი პრეზიდენტობისას „რეალმა“ ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა – 1998 და 2000 წლებში.