რაულ ხაჯიმბა - მიმდინარე წელს დიდი შედეგებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ არ დავუშვით, რომ „ქვეყანა“ ჩამოგვშლოდა
რაულ ხაჯიმბა - მიმდინარე წელს დიდი შედეგებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ არ დავუშვით, რომ „ქვეყანა“ ჩამოგვშლოდა

მიმდინარე წელს დიდი შედეგებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ ასევე არ დავუშვით, რომ „ქვეყანა“ ჩამოგვშლოდა, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ქვეყანა უფსკრულის პირას არ დგას, წინ მივდივართ. დიდი ნაბიჯებით არა, მაგრამ ქვეყანა მომავალ თაობას უნდა შევუნახოთ“ – თქვა რაულ ხაჯიმბამ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა 2018 წლის მთავარ მიღწევად დაასახელა, რომ აფხაზეთში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, არ გაბოროტებულა და ყველასთან საუბარს ცდილობდა. ხაჯიმბას თქმით, ასევე მიღწევაა, რომ ნაკლები ინვესტიციების მიღების ფონზე, აფხაზეთის ბიუჯეტი არ ჩამოიშალა””.

რაულ ხაჯიმბამ ყურადღება გაამახვილა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზეც და აღნიშნა, რომ “არჩევნები გეგმის მიხედვით, 2019 წლის აგვისტოში ჩატარდება”.