რატომ მუშაობს Facebook და Instagram შეფერხებით
რატომ მუშაობს Facebook და Instagram შეფერხებით

​ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში Facebook და Instagram შეფერხებით მუშაობს. პრობლემა აქვს, როგორც დესკტოპ ვერსიას, ისე აპლიკაციას. პრობლემის შესახებ ინფორმაციას Techtimes ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პრობლემა 20 ნოემბრის დილას დაფიქსირდა და მას შემდეგ, ორივე სოციალური ქსელი შეფერხებით მუშაობს. ფეისბუქზე თითქმის შეუძლებელია კონტენტის ატვირთვა და მართვა, ხოლო ინსტაგრამზე ფოტოების გაზიარება ვერ ხერხდება.

საიტზე Down Detector, სადაც მომხმარებლებზე დაყრდნობით სოციალური ქსელის მუშაობა ფასდება, დღეს დილიდან უამრავი შეტყობინება შევიდა. მომხმარებლები იმ პრობლემებზე წერენ, რომელიც ფეისბუქის მოხმარებისას იჩენს თავს. პრობლემების ჩამონათვალში ძირითად ადგილს, მესენჯერის გაუმართაობა, ვებგვერდის ჩატვირთვა და სურათების რთულად გამოჩენის პრობლემა იკავებს.

რუკაზე წითლად და ყვითლად ის რეგიონებია აღნიშნული, სადაც ფეისბუქი შეფერხებით მუშაობს. საქართველო ყვითელ ზონაშია მოქცეული.

გამოცემა Techtimes-ის განმარტებით, ვინაიდან პრობლემა „ფეისბუქზე“ და „ინსტაგრამზე“ ერთდროულად დაფიქსირდა, საქმე გვაქვს იმ სერვერების გაუმართაობასთან, საიდანაც პლატფორმები იმართება.

​ფეისბუქმა დაადასტურა, რომ სერვერზე პრობლემები აქვთ, თუმცა მიზეზები არ განუმარტავს.

„ამ მომენტში ჩვენი სერვისები შეფერხებით მუშაობს და შესაძლოა, ზოგიერთ ფუნქციაზე სრული ან ნაწილობრივი წვდომა დროებით შეგეზღუდოთ. ჩვენი ვსწავლობთ საკითხს და ვმუშაობთ პრობლემის მოგვარებაზე”, – ვკითხულობთ ფეისბუქის ოფიციალურ განმარტებაში.