რატომ აქვს კლავიატურის F და J ასოებს ამოშვერილი ხაზები?
რატომ აქვს კლავიატურის F და J ასოებს ამოშვერილი ხაზები?

ალბათ შეგიმჩნევიათ, კომპიუტერის ყველა სახის კლავიატურას F და J ასოებს ამოშვერილი ხაზები აქვს. რატომ? — რათა ეს ხაზები მომხმარებლებს სწორი ასოების განსაზღვრაში დაეხმაროს კლავიატურაზე ყურების გარეშე.

მიზეზი თუ რატომ მაინცდამაინც F და J ასოები, ისაა, რომ ამ შემთხვევაში, მომხმარებლებს საბეჭდად ხელების ოპტიმალური პოზიცია უკავიათ.

მარცხენა ხელი ფარავს A, S, D და F ასოებს, მარჯვენა კი J, K, L-სა და სასვენ ნიშნებს.

ამის შემდეგ, ორივე ხელი ადვილად აგნებს სასურველ ასოებს დანარჩენ სივრცეში.

აღნიშნულ ასოებზე ამოშვერილი ხაზების დატანა 2002 წელს ამერიკელმა ჯიუნ ბოტიჩმა გამოიგონა. მისი მიზანი იყო მომხმარებლებს უსფრო სწრაფად და სწორად ებეჭდათ კლავიატურაზე.

წყარო: The Independent