რატი იონათამიშვილმა სახალხო დამცველს მიმართა - მედიის დაცვაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა ვიცავდეთ ყველა მედიას, მათ მიმართ თანაბრად უნდა გვქონდეს გამძაფრებული დამოკიდებულება და არა შერჩევით
რატი იონათამიშვილმა სახალხო დამცველს მიმართა - მედიის დაცვაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა ვიცავდეთ ყველა მედიას, მათ მიმართ თანაბრად უნდა გვქონდეს გამძაფრებული დამოკიდებულება და არა შერჩევით

როდესაც ვსაუბრობთ მედიის დაცვაზე, უნდა ვიცავდეთ ყველა მედიას და ყველა მედიის მიმართ თანაბრად უნდა გვქონდეს გამძაფრებული ჩვენი დამოკიდებულება და არა შერჩევითი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშს უსმენენ.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველი უნდა აკმაყოფილებდეს მიუკერძოებლობისა და აპოლიტიკურობის კრიტერიუმებს.

„არის ორი კრიტერიუმი, რომელსაც სახალხო დამცველი უნდა აკმაყოფილებდეს – მიუკერძოებლობა და აპოლიტიკურობა. მიუკერძოებლობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, თუ ჩვენი ამოცანა არის ქალთა უფლებების დაცვა, მთავარია, ეს არ იყოს შერჩევითი. სამწუხაროდ, ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებზე არის გამახვილებული ყურადღება სახალხო დამცველის მხრიდან და არ გვახსენდება არც ერთი განცხადება უმრავლესობის წევრი ქალი დეპუტატების, ქალი პოლიტიკოსების შესახებ, არ გვახსენდება მათ მიმართ კიბერბულინგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა ან სხვა სახის დისკრიმინაციული გამოვლინებები. გვახსოვს, როდესაც ორსული პარლამენტის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით იყო დისკრიმინაციული კამპანია და სიძულვილის ენა.

როდესაც ვსაუბრობთ მედიის დაცვაზე, უნდა ვიცავდეთ ყველა მედიას, ყველა მედიის მიმართ თანაბრად უნდა გვქონდეს გამძაფრებული ჩვენი დამოკიდებულება და არა შერჩევით. აქაც ხშირად მოვისმინეთ დღეს – სახალხო დამცველი საუბრობდა უმრავლესობის მხრიდან მედიის მიმართ დამოკიდებულებაზე და არ უხსენებია ოპოზიციის მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ქმედება. გვახსოვს, როდესაც დახურვით ემუქრებოდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ძალიან ბევრი ღირსებისშელმახავი განცხადება იყო, მათ შორის პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის. თუ სხვა მაუწყებლების მიმართ, მათ შორის „იმედის“, „პოსტივის“ თუ სხვა ტელევიზიების მიმართ. ამას არასდროს არ იმჩნევს სახალხო დამცველი, რაც არის სამწუხარო. ეს ერთგვარი ორმაგი სტანდარტია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.