რატი იონათამიშვილი - ვეტო იქნება დაძლეული, ეს სჭირდება ქვეყნის ხვალინდელ დღეს, მმართველი გუნდი ერთიანია საზოგადოების, სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად
რატი იონათამიშვილი - ვეტო იქნება დაძლეული, ეს სჭირდება ქვეყნის ხვალინდელ დღეს, მმართველი გუნდი ერთიანია საზოგადოების, სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად

რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული, ეს სჭირდება ქვეყნის ხვალინდელ დღეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ერთიანია საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად.

„როგორც იქნა, რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ პირველი არგუმენტი მოვისმინეთ – „იმიტომ“. ამ ადამიანებს ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება აქვთ არა მხოლოდ პარლამენტის მიმართ, არამედ კონსტიტუციისა და სახელმწიფოს მიმართ. ისინი მოქმედებენ დავალებებით, ჩვენ – საზოგადოების ინტერესებით“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.