რატი იონათამიშვილი - „ვეტინგის“ თემა დახურულია, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც საფრთხის ქვეშ დააყენებს სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას, უარყოფილი იქნება
რატი იონათამიშვილი - „ვეტინგის“ თემა დახურულია, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც საფრთხის ქვეშ დააყენებს სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას, უარყოფილი იქნება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ვეტინგის“ თემა დახურულია.

იონათამიშვილის შეფასებით, „ვეტინგის“ სისტემა საფრთხის ქვეშ დააყენებს ქვეყნის სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობას.

„მკაფიო სახელმწიფოებრივი და კონსტიტუციური პოზიცია გვაქვს, რომ „ვეტინგის“ თემა დახურულია. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც საფრთხისა და კითხვის ქვეშ დააყენებს ჩვენს სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას, ჩვენი მხრიდან უარყოფილი იქნება. „ვეტინგი“ სწორედ ასეთია და ამ საკითხზე ჩვენ აღარ ვსაუბრობთ“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.