რატი იონათამიშვილი – ვაშინგტონში უკვე საუბრობენ იმ თემებზე, რაზეც ჩვენ ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით და რისთვისაც მცდელობა იყო, რომ საქართველოში ძალადობრივი გადატრიალება მოეხდინათ

15:37, 17.02.2026

კარგია, რომ უკვე ვაშინგტონში საუბრობენ იმ თემებზე, რაზეც ჩვენ ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდით და რისთვისაც მცდელობა იყო, რომ საქართველოში ძალადობრივი გადატრიალება და დამხობა მოეხდინათ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ზუსტად ის განაჩენი ვნახეთ, რაც ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ USAID-ს გამოუტანა. ახლა ვხედავთ, რომ ამერიკაში ამ საკითხებზე ფოკუსირება სულ უფრო მეტად ხდება და ფაქტების მოყვანის კონტექსტში საქართველოს ხსენებაც დაიწყო“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მსგავსი