რატი იონათამიშვილი ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნას არასერიოზულს უწოდებს
რატი იონათამიშვილი ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნას არასერიოზულს უწოდებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი დეპუტატების მოთხოვნას არასერიოზულს უწოდებს.

იონათამიშვილის თქმით, იმდენად შეთხზული გზავნილია, რომ ამის სერიოზულად მიღება უხერხულია.

„მართლა მეუხერხულება, რომ ამ საკითხზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო“,  – აღნიშნა იონათანიშვილმა.

დეპუტატის მტკიცებით, ვახტანგ გომელაური საარჩევნო საკითხებში არ ერევა.

პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ ვახტანგ გომელაურის გადადგომას ითხოვს.

დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ვიწროპარტიული საარჩევნო ინტერესებისთვის იყენებს.