რატი იონათამიშვილი - უპასუხისმგებლო ოპოზიციამ, როცა აქციებით „კოვიდის“ გავრცელების გარდა ვერაფერს შეუწყო ხელი, ისევ მთავრობის უარგუმენტო კრიტიკა დაიწყო
რატი იონათამიშვილი - უპასუხისმგებლო ოპოზიციამ, როცა აქციებით „კოვიდის“ გავრცელების გარდა ვერაფერს შეუწყო ხელი, ისევ მთავრობის უარგუმენტო კრიტიკა დაიწყო

უპასუხისმგებლო ოპოზიცია მუდმივად ცდილობს „კოვიდ-19“-ის პოლიტიკაში შემოტანას, რასაც თან ერთვის ექიმების უსაფუძვლო კრიტიკა და დამუნათება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტია, რომ ეს ადამიანები მზად არიან, საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს გადააყოლონ ქვეყანა, რასაც არასდროს დაუშვებს ხალხი და ხელისუფლება.

„მათი უპასუხისმგებლო მიდგომები, ბოლო პერიოდშიც, კარგად გამოჩნდა-ჯერ, აქციების პარალელურად ამბობდნენ, რომ კორონავირუსი „გრიპზე მსუბუქი გაციება“ იყო, ხოლო, როცა აქციებით „კოვიდის“ გავრცელების გარდა ვერაფერს შეუწყეს ხელი, ისევ მთავრობის უარგუმენტო კრიტიკა დაიწყეს. ფაქტია, რომ როცა კორონავირუსთან ბრძოლაში სხვა ქვეყნებში სრულიად განსხვავებული პლატფორმის პარტიები ერთიანდებიან, აქ ოპოზიცია ისევ განაგრძობს ვირუსის მხარეს ყოფნას. ეს ადამიანები მზად არიან, საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებს გადააყოლონ ქვეყანა, რასაც არასდროს დაუშვებს ჩვენი ხალხი და ხელისუფლება“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დატოვე კომენტარი