რატი იონათამიშვილი - უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ადამიანის უფლებების დაცვა და პროპაგანდისგან დაზღვევა, მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ჩაერთოს დისკუსიაში
რატი იონათამიშვილი - უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ადამიანის უფლებების დაცვა და პროპაგანდისგან დაზღვევა, მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ჩაერთოს დისკუსიაში

უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ადამიანის უფლებების დაცვა, რისი ვალდებულებაც სახელმწიფოს აქვს, და პროპაგანდა, მისი შედეგები და ამ პროპაგანდისგან დაზღვევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა პარლამენტში ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდა, ჩაერთოს დისკუსიაში.

„ფაქტია, რომ დღეს სამყარო დგას ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე და ამ გამოწვევებს სჭირდება პასუხი. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ადამიანის უფლებების დაცვა მაღალი სტანდარტით, რისი ვალდებულებაც სახელმწიფოს გააჩნია, და პროპაგანდა, პროპაგანდის მოსალოდნელი შედეგები და ამ პროპაგანდისგან დაზღვევა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს ბალანსი იყოს სწორი. ჩვენ მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ვინც არის პარლამენტში, ჩაერთოს ამ დისკუსიაში. ვნახოთ, ვინ რა ინტერესს გამოხატავს, ვინ დადგება ადამიანის უფლებების დაცვის მხარეს და ვინ – პროპაგანდის მხარეს. ეს საზოგადოებას მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ სამართლიანი დასკვნები გამოიტანოს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.