რატი იონათამიშვილი - უხერხულია, რომ სალომე ზურაბიშვილი თურმე იმ ადამიანების პრეზიდენტი გახდა, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ მას რეზიდენტს უწოდებდნენ
რატი იონათამიშვილი - უხერხულია, რომ სალომე ზურაბიშვილი თურმე იმ ადამიანების პრეზიდენტი გახდა, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ მას რეზიდენტს უწოდებდნენ

კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი გარანტი, პრეზიდენტი კონსტიტუციის მთავარი დამრღვევი როცა ხდება, ამას შეფასება სჭირდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებისთ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, სამართლებრივი შეფასება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან იქნება.

„ვინმე სპეკულაციებს თუ ეძებს, არ მგონია, ამას რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ საზოგადოება კარგად შეაფასებს, როგორი გულწრფელები არიან. უხერხულია ფიასკოზე საუბარი ადამიანებისგან, იმ პარტიის წარმომადგენლებისგან, რომელთაც ფიასკო დიდი ხანია, განიცადეს. ირაკლი კობახიძემ ძალიან კარგად თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი სალომე სამადაშვილის დონეზე დავიდა. კიდევ უფრო უხერხულია, რომ სალომე ზურაბიშვილი თურმე დღეს იმ ადამიანების პრეზიდენტი გახდა, რომლებიც ჯერ კიდევ გუშინ მას რეზიდენტს უწოდებდნენ. კარგად ჩანს, რომ ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია არა ღირებულებები, ფასეულობებია, არამედ ვინ რა დავალებას მიიღებს და ამ დავალების შესრულების ხარისხი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.