რატი იონათამიშვილი - უხერხულია, კანონპროექტი ჯერ განხილული არ იყოს და ამა თუ იმ პოზიციას აფიქსირებდე, ეს დამოკიდებულება დამამცირებელია ვეტოს მიმართ
რატი იონათამიშვილი - უხერხულია, კანონპროექტი ჯერ განხილული არ იყოს და ამა თუ იმ პოზიციას აფიქსირებდე, ეს დამოკიდებულება დამამცირებელია ვეტოს მიმართ

„ქართული ოცნების“ წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის განცხადება „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე ვეტოას დადებასთან დაკავშირებით უხერხულია.

როგორც იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, კანონპროექტი ჯერ განხილული უნდა იყოს და შემდეგ იქნას მიღებული გადაწყვეტილება.

„გამოთქმაა „ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და უკვე სახელს არქმევდნენო“. ამ შემთხვევაში ჯერ არ დაბადებულა და გვაქვს ისეთი მდგომარეობა, რა პროფესიას დაეუფლოს. ძალიან უხერხულია, კანონპროექტი ჯერ განხილული არ იყოს და მანამდე აპრიორი ამა თუ იმ პოზიციას აფიქსირებდე. ეს დამოკიდებულება დამამცირებელია ვეტოს მიმართ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგია და მიღების შემთხვევაში ვეტოს დაადებს.