რატი იონათამიშვილი - სერგეი გავრილოვის განცხადება საინტერესო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს
რატი იონათამიშვილი - სერგეი გავრილოვის განცხადება საინტერესო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს

დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადება საინტერესო მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ოკუპაციას დაგმობს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, მისი განცხადებები უინტერესოა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

რატი იონათამიშვილი სერგეი გავრილოვის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ „მართლმადიდებელი დეპუტატები“, მათ შორის, რუსეთიდან, მზად არიან საქართველოში გასამგზავრებლად, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები სიმართლე აღმოჩნდება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, საქართველოში ევროსაბჭოს ფორმატში რუსეთის დელეგაციის მონაწილეობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ცალმხრივად არ ხდება.

„როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის ყველაზე მაღლა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დგას“, – განაცხადა იონათამიშვილმა.