რატი იონათამიშვილი - სენატორებისა და კონგრესმენების წერილებს აღვიქვამთ როგორც შესაძლებლობას, ობიექტურად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უფრო მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ
რატი იონათამიშვილი - სენატორებისა და კონგრესმენების წერილებს აღვიქვამთ როგორც შესაძლებლობას, ობიექტურად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უფრო მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სენატორების დღევანდელ წერილს ეხმაურება. ჟურნალისტებთან საუბარში რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ წერილების შინაარსს აღიქვამს, როგორც შესაძლებლობას და არა პრობლემას.

„სენატორებისა და კონგრესმენების წერილებს აღვიქვამთ, როგორც შესაძლებლობასა და არა პრობლემას, რომ აქტიური თანამშრომლობისა და ობიექტურად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უფრო მეტი მხარდაჭერა მოვიპოვოთ, მათ შორის ცალკეული სენატორებისა და კონგრესმენების მხრიდან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართეს. 29 იანვრით დათარიღებულ წერილში სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, რაც, მათი აზრით, მიუთითებს, რომ საქართველო შორდება დემოკრატული ინსტიტუტების მშენებლობის ვალდებულებას.