რატი იონათამიშვილი - საზოგადოება კარგად ხედავს, რომ პრეზიდენტის ციტატების კონტექსტიდან დამახინჯებით ამოგლეჯვა მიზანმიმართულად ხდება
რატი იონათამიშვილი - საზოგადოება კარგად ხედავს, რომ პრეზიდენტის ციტატების კონტექსტიდან დამახინჯებით ამოგლეჯვა მიზანმიმართულად ხდება

საზოგადოება კარგად ხედავს, რომ პრეზიდენტის ციტატების კონტექსტიდან დამახინჯებით ამოგლეჯვა მიზანმიმართულად ხდება, რის შემდეგაც ამაზე იწყება სიძულვილის ენით გამოხატვა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„თუ სიძულვილის ენის შეფასებას არ მოვახდენთ, მაშინ ეს ავტომატურად ამ პროცესების წახალისებას ნიშნავს, რაც დაუშვებელი უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, თანაბარი მიდგომა გვქონდეს ყოველ ჯერზე, განსაკუთრებით, როცა ბულინგსა და სიძულვილის ენაზე ვსაურობთ.

მესმის, რომ თანამდებობის პირებს მეტი თმენის ვალდებულება გაგვაჩნია და რაც უფრო მაღალია ჩვენი პოზიცია, მით უფრო მეტად შეიძლება ვიყოთ, როგორც თავდასხმის ადრესატები და ასევე მოთმინების ვალდებულებაც უფრო მეტად უნდა გვქონდეს, მაგრამ ამის მიუხედავად, ბულინგისა და სიძულვილის ენაზე უნდა ვიყოთ მკაცრები და ყოველ ჯერზე ადეკვატური პასუხი უნდა გვქონდეს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:„ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, ძალადობა არის მიუღებელი, ძალიან არაქართული“.

დღეს კი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დაიღალა რამდენიმე ტელევიზიის მხრიდან ბულინგით.

„თუ ქართული არ გესმით, თქვენი პრობლემაა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.