რატი იონათამიშვილი - საშემოდგომო სესიის დახურვის შემდეგ საკანონმდებლო სივრცეში აქტიურად აღარ ვმუშაობთ, ვუფრთხილდებით თანამშრომლებს, ისინი დისტანციურად მუშაობენ
რატი იონათამიშვილი - საშემოდგომო სესიის დახურვის შემდეგ საკანონმდებლო სივრცეში აქტიურად აღარ ვმუშაობთ, ვუფრთხილდებით თანამშრომლებს, ისინი დისტანციურად მუშაობენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მსოფლიოში ეპიდვითარება საკმაოდ რთულია და დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეპიდგავრცელება არ მოხდეს და ეს პროცესი მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე ადამიანების ჯანმრთელობისთვის.

„ამ პროცესში ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს, რაც პატრიოტიზმის წილია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოქალაქეები დავიცვათ. ქვეყანაში სიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ ამ პროცესს ვმართავთ. რაც შეეხება პარლამენტს, მას შემდეგ, რაც საშემოდგომო სესია დავხურეთ, საკანონმდებლო სივრცეში აქტიურად არ ვმუშაობთ. ვუფრთხილდებით აპარატის თანამშრომლებს და ისინი დისტანციურად მუშაობენ. სამუშაო სივრცის დეზინფექცია ჩატარდა და ვიცავთ პროტოკოლით გათვალისწინებულ წესებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.