რატი იონათამიშვილი - სასამართლო რეფორმაზე ოპოზიციის მემორანდუმი იმდენად არასერიოზული და არაკომპეტენტურია, რომ ამაზე სერიოზული საუბარი უხერხულია
რატი იონათამიშვილი - სასამართლო რეფორმაზე ოპოზიციის მემორანდუმი იმდენად არასერიოზული და არაკომპეტენტურია, რომ ამაზე სერიოზული საუბარი უხერხულია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ოპოზიციური სპექტრის მიერ სასამართლოს რეფორმაზე მემორანდუმის მომზადებას არასერიოზულს უწოდებს.

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, მემორანდუმის შინაარსობრივი მხარე იმდენად არასერიოზული და არაკომპეტენტურია, რომ ამაზე სერიოზული საუბარი უხერხულია.

„მეორე მხრივ, პოლიტიკური თვალსაზრისით რომ გითხრათ, ის ადამიანები სასამართლოს დამოუკიდებლობაზე რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ, რომლებიც თავის დროზე ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ ყოფილიყო, მათთვის ეს უფრო მეტი ნეგატივის მომტანი იქნება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმს დღეს მოაწერეს ხელი. მემორანდუმში ხუთი ძირითადი პუნქტია ასახული – მოსამართლეების არჩევითობა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება, უცხოელი მოსამართლეების მოწვევა, გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე უცხოური გამოცდილების გამოყენება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება.

დატოვე კომენტარი