რატი იონათამიშვილი - საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალები მუშაობენ, მიუხედავად იმისა, რომ შიდა და გარე რისკებია, უზრუნველყოფენ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დაცვას
რატი იონათამიშვილი - საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალები მუშაობენ, მიუხედავად იმისა, რომ შიდა და გარე რისკებია, უზრუნველყოფენ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დაცვას

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში პროფესიონალები მუშაობენ. ისინი, მიუხედავად იმისა, რომ შიდა და გარე ძლიერი რისკებია, უზრუნველყოფენ უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დაცვას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

იონათამიშვილის თქმით, დღევანდელი ანგარიში, რომელიც ანრი ოხანაშვილმა წარადგინა, საინტერესო იყო.

„ჯერ 100 დღეც არ არის, რაც ანრი ოხანაშვილი ამ პოზიციას იკავებს. ამ ხნის განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისითაც. ამ სამსახურს თავისი ხელი უკვე დაატყო“, – განაცხადა იონათამიშვილმა.