რატი იონათამიშვილი - საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს, რა დროსაც საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის გადატვირთვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება
რატი იონათამიშვილი - საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს, რა დროსაც საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის გადატვირთვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს.

როგორც იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხვდება უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომელთა გავლენითაც, საბოლოო ჯამში, ყალიბდება ამერიკის საგარეო პოლიტიკა.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებისა და საუბრების დროს მაგიდასთან არის ის საკითხები, რომლებიც საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის გადატვირთვას ეხება. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი შეუქცევადი იქნება და საბოლოოდ მიგვიყვანს ამერიკისა და საქართველოს საუკეთესო გადაწყვეტილებებთან“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.