რატი იონათამიშვილი - საქართველომ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი წარმატებით ჩააბარა
რატი იონათამიშვილი - საქართველომ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი წარმატებით ჩააბარა

უკვე შეგვიძლია დამაჯერებლად ვთქვათ, რომ საქართველომ დემოკრატიის კიდევ ერთი ტესტი წარმატებით ჩააბარა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, თითოეულ ამომრჩეველს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მშვიდ ვითარებაში დაეფიქსირებინა საკუთარი არჩევანი.

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის მანძილზე ოპონენტების მხრიდან იყო მცდელობები გარკვეული დისონანსი შეეტანათ საარჩევნო პროცესებში, საქართველოში შეიძლება ითქვას რომ არჩევნები სტაბილურად და მშვიდად ჩატარდა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.