რატი იონათამიშვილი – საქართველო არ იმსახურებს, რომ პოლიტიკურ ველში აგენტურული ჯგუფები რჩებოდნენ
საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ეს ადამიანები არც პოლიტიკოსები არიან და არც პოლიტიკურ პარტიებს არ წარმოადგენენ, ისინი არიან პროექტები უცხო ძალების ხელში, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ და ანტიეროვნულ საქმიანობას ეწევიან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღესაც მათი მიზნები არ შეცვლილა, თუმცა დავალებების შესრულებაში ოროსნები არიან.
„საქართველო არ იმსახურებს, რომ პოლიტიკურ ველში აგენტურული ჯგუფები რჩებოდნენ. ამიტომ ამ პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დაცვასა და განმტკიცებაში. სინამდვილეში, ისინი არც ოპოზიციას წარმოადგენენ და უკვე არც ამომრჩევლები არ ჰყავთ. რაც შეეხება პარტიების აკრძალვის პროცესს, ეს ნებისმიერი დემოკრატიისთვის დამახასიათებელია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.