რატი იონათამიშვილი - სამყაროში რაც უფრო გაძლიერდება მშვიდობა, მით უფრო გაძლიერდება სამართლიანობაც, ამ თვალსაზრისით გარდამტეხი 20 იანვარი იქნება
სამყაროში რაც უფრო გაძლიერდება მშვიდობა, მით უფრო გაძლიერდება სამართლიანობაც და ამ თვალსაზრისით გარდამტეხი 20 იანვარი იქნება, როცა ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
ამის შესახებ იონათამიშვილმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ბენ კარდინის განცხადების კომენტირებისას თქვა.
„ვიცით, რომ ეს ადამიანები 20 იანვრამდე აქტიურობენ, რადგან ფიქრობენ, რომ უსამართლო გადაწყვეტილებების მეტი რესურსი იქნება 20 იანვრამდე. რეალურად ეს ასეც არის. სამყაროში რაც უფრო გაძლიერდება მშვიდობა, მით უფრო გაძლიერდება სამართლიანობაც და ამ თვალსაზრისით გარდამტეხი 20 იანვარი იქნება, როცა ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტი უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
სენატორმა ბენ კარდინმა განაცხადა, რომ „პრეზიდენტმა ბაიდენმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მათ, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიების ძალადობრივი ქმედებების ორკესტრირებაზე, მათ შორის, „გლობალური მაგნიტსკის სანქციების“ დაწესებით“.