რატი იონათამიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ოპოზიციის განცხადებები უპასუხისმგებლოა
რატი იონათამიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ოპოზიციის განცხადებები უპასუხისმგებლოა

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს პოლიტიკურ უპასუხისმგებლობად აფასებს.

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ის ფიქრობს, რომ მმართველ გუნდს ამ საკითხზე ძლიერი არგუმენტები აქვს.

„აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის განცხადებები უპასუხისმგებლოა. ამის თქმის არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ. მათ შევახსენებ, რომ სწორედ ეს ადამიანები იყვნენ დაკავებულნი პირადობის მოწმობების გაყალბებით მრავალი წლის მანძილზე. ეს მათი ტაქტიკაა და ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამას არავინ იკადრებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი უნდა იყოს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება პირადობების მოწმობებით საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას გეგმავს.

დატოვე კომენტარი