რატი იონათამიშვილი - ევროპულ სტანდარტებზე ნუ გველაპარაკება ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს 53 საქმეზე ჰყავს გასამართლებული
რატი იონათამიშვილი - ევროპულ სტანდარტებზე ნუ გველაპარაკება ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს 53 საქმეზე ჰყავს გასამართლებული

დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყანაში წარმატებით განხორციელდება, თუ რომელიმე პარტია მაინც იკადრებს და მხარს არ დაუჭერს ამ ცვლილებებს ვფიქრობ, ეს მათი რეპუტაციისთვის, როგორც ადგილობრივ ასევე, საერთაშორისო დონეზე იქნება დამაზიანებელი, – ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ნუ გველაპარაკება ევროპულ სტანდარტებზე ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს 53 საქმეზე ჰყავს გასამართლებული“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მოუწოდებს ოპოზიციას, დაიცვან შეთანხმების პირველი ნაწილი და შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

„მოვუწოდებ და ვურჩევ მათ, რომ დაიცვან შეთანხმების პირველი ნაწილი, შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, თორემ ამ ცვლილებებს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ის აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დატოვე კომენტარი