რატი იონათამიშვილი - საკმაოდ გაკვირვებული ვიყავი, როცა აშშ-ის ელჩმა თქვა, თითქოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ ამცნო
რატი იონათამიშვილი - საკმაოდ გაკვირვებული ვიყავი, როცა აშშ-ის ელჩმა თქვა, თითქოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ ამცნო

საკმაოდ გაკვირვებული ვიყავი, როცა აშშ-ის ელჩმა თქვა, თითქოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომის შესახებ საზოგადოებას დაუყოვნებლივ ამცნო, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრების, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც აშშ-ის ელჩის, კელი დგენანის ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს.

იონათამიშვილის განცხადებით, „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომის შესახებ მხოლოდ 41-ე დღეს განაცხადეს, მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ფალსიფიკაციას მიაგნო და ამის შესახებ საზოგადოებას არგუმენტები წარუდგინა.

„ამის შემდეგ, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი იძულებული იყო, ამ შეცდომაზე ესაუბრა, რომელიც გარკვეული გარემოებების შემდეგ საეჭვო გახდა, რომ ეს იყო შეგნებული და არა – მექანიკური. რაც შეეხება ყოფილი თანაგუნდელების განცხადებას, მათ წერილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა წერილი დღეს გაავრცელეს.