რატი იონათამიშვილი - სახელმწიფომ აღიარებულ პრიორიტეტად კორუფციასთან ბრძოლა გამოაცხადა, რასაც უკვე საქმეშიც ვხედავთ
რატი იონათამიშვილი - სახელმწიფომ აღიარებულ პრიორიტეტად კორუფციასთან ბრძოლა გამოაცხადა, რასაც უკვე საქმეშიც ვხედავთ

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დანაშაულის მიმართ უკომპრომისოა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ყველა შემთხვევაზე სამართალდამცავი უწყებები ეფექტურები და პრინციპულები იქნებიან.

„საერთოდ არ არის საინტერესო, დაკავებებზე ოპოზიცია რას ამბობს, რადგან მათ ქვეყანის სასიკეთო ინტერესი არ გააჩნიათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დანაშაულის მიმართ უკომპრომისოა, რადგან მძიმე დანაშაულია. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაზე სამართალდამცავი უწყებები ეფექტურები და პრინციპულები იქნებიან. სახელმწიფომ აღიარებულ პრიორიტეტად კორუფციასთან ბრძოლა გამოაცხადა, რასაც უკვე საქმეშიც ვხედავთ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.