რატი იონათამიშვილი - საგამოძიებო კომისიას მუშაობა ჯერ არ დაუწყია და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უკვე აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ დამნაშავეები არიან, ვინც კითხვებს ემალება, ემალება მართლმსაჯულებას
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას მუშაობა ჯერ არ დაუწყია და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უკვე აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ ნამდვილად დამნაშავეები არიან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა, მიიჩნევს, რომ კომისიის მიერ კიდევ ბევრი საინტერესო საკითხი გახდება ცნობილი, რაც „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივ და კრიმინალურ ბუნებას პირდაპირ ამხელს.
„პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას მუშაობა ჯერ არ დაუწყია და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უკვე აღიარებით ჩვენებას იძლევა, რომ ნამდვილად დამნაშავეები არიან, მათ შორის, საქართველოსა და ქვეყნის მოქალაქეების წინაშე. სხვა შემთხვევაში, მათი პირდაპირი ინტერესი უნდა იყოს, რომ კომისიის მუშაობის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღონ და ყველა კითხვას პასუხი გასცენ. შესაბამისად, ვინც კითხვებს თავიდანვე ემალება, ის ემალება მართლმსაჯულებას. ვფიქრობ, ამ კომისიის მიერ კიდევ ბევრი საინტერესო საკითხი გახდება ცნობილი, რაც „ნაცმოძრაობის“ დანაშაულებრივ და კრიმინალურ ბუნებას პირდაპირ ამხელს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.