რატი იონათამიშვილი - „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებზე წარმართული დისკუსია აჩვენებს, ვინ რა განწყობით და რა მიზნებით ხვდება საარჩევნო პროცესებს
რატი იონათამიშვილი - „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებზე წარმართული დისკუსია აჩვენებს, ვინ რა განწყობით და რა მიზნებით ხვდება საარჩევნო პროცესებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებზე წარმართული დისკუსია თვალნათლივ აჩვენებს, ვინ რა განწყობით და რა მიზნებით ხვდება საარჩევნო პროცესებს.

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას, ოპოზიციის მიერ წარდგენილი ვერცერთი ალტერნატიული წინადადება ვერ იყო საკმარისად დასაბუთებული.

„ბესელაის რედაქცია იმ ნაწილს ეხებოდა, რომელიც საარჩევნო უბნების დახურვას გულისხმობს და არა, მანამდე მიმდინარე პროცესებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წინადადებაში ბევრი უზუსტობა იყო და ასევე მნიშვნელოვანი აცდენა იყო იმაშიც, რომ მათი ვერსია საარჩევნო ბლოკში შემავალ პარტიებს უკრძალავდა კანდიდატების წარდგენას ცესკო-ში და ამის უფლებას მხოლოდ ბლოკის ერთ სუბიექტს უტოვებდა, როცა სწორი პრინციპია, რომ ეს უფლება ბლოკში შემავალ ყველა პარტიას ჰქონდეს. ცვლილებებზე წარმართული დისკუსია თვალნათლივ აჩვენებს, ვინ რა განწყობით და რა მიზნებით ხვდება საარჩევნო პროცესებს. მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა, გარდა იმისა, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს, ეს პროცესი მთლიანად სამართლებრივად დაცული იყოს და პრევენცია უზრუნველყოფილი. ვინც ჩვენს წინადადებას მხარს არ უჭერს, ავტომატურად ხდება პროვოკაციის, ესკალაციის და დაძაბულობის მხარეს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.